ქართული ღვინის მრავალფეროვნება
როდესაც ქართულ გასტრონომიაზე ვიწყებთ საუბარს აუცილებელია ვახსენოთ ისეთი ფასდაუდებელი პროდუქტი, როგორიცაა-ღვინო. ღვინო ეს არის ჩვენი კულტურის განუყოფელი და ძირეული ნაწილი, რომლის გარეშეც ალბათ ჩვენი გასტრონომიული კულტურა თავის განსაკუთრებულ სახეს დაკარგავდა. სწორედ ამიტომ, ახლა ვისაუბრებ ქართულ ღვინოზე და მის ნაირსახეობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღვინო ასე იდეალურად ერწყმის და უხდება ყველს, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში. ღვინო მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია, რადგან იგი აუარება განსხვავებული საღვინე ვაზის ჯიშისგან მზადდება ერთმანეთისგან ასევე სრულიად განსხვავებული მეთოდებით და ტექნოლოგიებით. ღვინო შეიძლება იყოს ცქრიალა, მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი, შემაგრებული... ღვინოს აყენებენ უჭაჭოდ და უკლერტოდ, ასევე ჭაჭით, ან ჭაჭით და კლერტით ერთდროულად, ლექზე დაყოვნებით... აყენებენ ქვევრში, მუხასა და ბეტონის ავზებში, უჟანგავ ფოლადსა თუ მინაში. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინოები დგება ცხელ და გრილ რეგიონებში, მშრალი ჰავით ცნობილ და...