ქართული ყველის მრავალფეროვნება
თავდაპირველად ვისაუბრებით ქართული გასტრონომიის ორ უმნიშვნელოვანეს და ფასდაუდებელ პროდუქტზე, როგორიცაა: ღვინო და ყველი „ყველის წარმოების ისტორია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ოთხი ათას წელს ითვლის, ჩვენში კი 8 ათასი წლის წინანდელი ყველის შესანახი ჭურჭელია შემონახული. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ უფლება გვაქვს საქართველოს არა მხოლოდ ღვინის, არამედ ყველის სამშობლოც ვუწოდოთ“ მიუხედავად ამ ფაქტისა, ჩვენს ქვეყანაში ყველი, როგორც გასტრონომიული ნიმუშის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის როლი მხოლოდ ახლა და ახლა იკვეთება. ძირითადად როდესაც ქართულ ყველზე ვსაუბრობთ გვახსენდება მხლოდ რამდენიმე სახეობის ყველი, როგორიცაა: იმერული, მეგრული და გუდის ყველი. სინამდვილეში კი გვაქვს თითქმის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ყველი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებასა და პოპულარიზაციას .. სწორედ ამიტომ ვისაუბრებ ამ ფასდაუდებელ და ნაკლებად ცნობილ ყველის სახეობებზე. შეუძლებელია ზუსტად თქვა, ქართული ყველის რამდენი სახეობა არსებობს. დღეისათვის ჩვენში ოფიციალურად ყველის...
Comments
Post a Comment