Posts

Showing posts from December, 2018

ქართული ღვინის მრავალფეროვნება

Image
როდესაც ქართულ გასტრონომიაზე ვიწყებთ საუბარს აუცილებელია ვახსენოთ ისეთი ფასდაუდებელი პროდუქტი, როგორიცაა-ღვინო. ღვინო ეს არის ჩვენი კულტურის განუყოფელი და ძირეული ნაწილი, რომლის გარეშეც ალბათ ჩვენი გასტრონომიული კულტურა თავის განსაკუთრებულ სახეს დაკარგავდა. სწორედ ამიტომ, ახლა ვისაუბრებ ქართულ ღვინოზე და მის ნაირსახეობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღვინო ასე იდეალურად ერწყმის და უხდება ყველს, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში. ღვინო მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია, რადგან იგი აუარება განსხვავებული საღვინე ვაზის ჯიშისგან მზადდება ერთმანეთისგან ასევე სრულიად განსხვავებული მეთოდებით და ტექნოლოგიებით. ღვინო შეიძლება იყოს ცქრიალა, მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი, შემაგრებული... ღვინოს აყენებენ უჭაჭოდ და უკლერტოდ, ასევე ჭაჭით, ან ჭაჭით და კლერტით ერთდროულად, ლექზე დაყოვნებით... აყენებენ ქვევრში, მუხასა და ბეტონის ავზებში, უჟანგავ ფოლადსა თუ მინაში. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინოები დგება ცხელ და გრილ რეგიონებში, მშრალი ჰავით ცნობილ და

ქართული ყველის მრავალფეროვნება

Image
თავდაპირველად ვისაუბრებით ქართული გასტრონომიის ორ უმნიშვნელოვანეს და ფასდაუდებელ პროდუქტზე, როგორიცაა: ღვინო და ყველი „ყველის წარმოების ისტორია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ოთხი ათას წელს ითვლის, ჩვენში კი 8 ათასი წლის წინანდელი ყველის შესანახი ჭურჭელია შემონახული. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ უფლება გვაქვს  საქართველოს არა მხოლოდ ღვინის, არამედ ყველის სამშობლოც ვუწოდოთ“  მიუხედავად ამ ფაქტისა, ჩვენს ქვეყანაში ყველი, როგორც გასტრონომიული ნიმუშის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის როლი მხოლოდ ახლა და ახლა იკვეთება. ძირითადად როდესაც ქართულ ყველზე ვსაუბრობთ გვახსენდება მხლოდ რამდენიმე სახეობის ყველი, როგორიცაა: იმერული, მეგრული და გუდის ყველი. სინამდვილეში კი გვაქვს თითქმის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ყველი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებასა და პოპულარიზაციას .. სწორედ ამიტომ ვისაუბრებ ამ ფასდაუდებელ და ნაკლებად ცნობილ ყველის სახეობებზე. შეუძლებელია ზუსტად თქვა, ქართული ყველის რამდენი სახეობა არსებობს. დღეისათვის ჩვენში ოფიციალურად ყველის 14 სახეო
Image
გამარჯობა, ჩვენო მკითხველო :)  გთავაზობთ ბლოგს, რომელიც არა მხოლოდ მადას აღგიძრავთ, არამედ ძალიან ბევრ საინტერესო და გემრიელ ინფორმაციასაც გაგაცნობთ.