ქართული ღვინის მრავალფეროვნება
ღვინო მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია, რადგან იგი აუარება განსხვავებული საღვინე ვაზის ჯიშისგან მზადდება ერთმანეთისგან ასევე სრულიად განსხვავებული მეთოდებით და ტექნოლოგიებით. ღვინო შეიძლება იყოს ცქრიალა, მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი, შემაგრებული... ღვინოს აყენებენ უჭაჭოდ და უკლერტოდ, ასევე ჭაჭით, ან ჭაჭით და კლერტით ერთდროულად, ლექზე დაყოვნებით... აყენებენ ქვევრში, მუხასა და ბეტონის ავზებში, უჟანგავ ფოლადსა თუ მინაში. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინოები დგება ცხელ და გრილ რეგიონებში, მშრალი ჰავით ცნობილ და ნესტიან მხარეებში... კიდევ ძალიან ბევრი განმასხვავებელი ნიშნის ჩამოთვლა შეიძლება და სწორედ ამიტომაა, რომ ყველა ღვინო განსხვავდება ერთმანეთისგან, ყოველ შემთხვევაში, ყველა ნამდვილ ღვინოს თავისი განუმეორებელი ხასიათი აქვს და მისი გასინჯვისას სწორედ ამ გამორჩეულობით ვტკბებით ხოლმე ღვინის მოყვარულები.პირველი ღვინო ალბათ დღევანდელი საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე დაიწურა. ზუსტად ვერავინ იტყვის, კონკრეტულად სად, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი რეგიონია ის ადგილი, სადაც ჯერ პირველი ღვინო დაიწურა, შემდეგ კი ვაზის გაკულტურება მოხდა.
საქართველოში ძალიან ბევრი ღვინის ნაირსახეობა არსებობს, ახლა კი ვისაუბრებ იმ განსაკუთრებულ და ნაკლებად ცნობილ ღვინის სახეობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოგვეპოვება.
ხიხვი - თეთრი სადესერტო სამარკო ღვინო, მზადდება ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისაგან. დღემდე ეს ჯიში სპეციალიზებული იყო კახეთის რეგიონში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის მიკრორაიონში. აღნიშნული ვაზის ჯიში გაშენებული იქნა სიღნაღის რაიონის, სოფელ ხორნაბუჯის, მიმდებარე ტერიტორიაზე. მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო ზოლზე, ამ მიკრორაიონში კულტივირებული ხიხვი ასევე საუკეთესო მასალას წარმოადგენს ამავე დასახელების სადესერტო ღვინის დასამზადებლად. ღვინის ფერი გადადის ღია ოქროსფერიდან მუქ ოქროსფერში. მზა ღვინის კონდიციებია: სპირტი - მოც. 15%, შაქარი - 18-20 გ/100სმ³, ტიტრული მჟავიანობა - 4-8გ/დმ³. მიირთვით ხორციან ბრინჯთან, ლობიოსთან, კარტოფილთან და ყველთან ერთად.






აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ღვინოს საქართველოში არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა “სტარტაპერების“ სახით,რომლებიც არა თუ პოპულარიზაციას უწევენ ქართული ღვინის ძველ, ტრადიციულ სახეს, არამედ ქმნიან ახალ, განსაკუთრებულ გემოებს. ასეთია, მაგალითად ჟუჟუნა ღვინო.



ღვინო არა მარტო, გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, არამედ შესანიშნავია განწყობის ასამაღლებლადაც (რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში :) )
ასე რომ,აუცილებელია გავუფრთხილდეთ მას რათა ავიმაღლოთ განწყობა.:)
Comments
Post a Comment